ამირან გამყრელიძე – კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომშია, პანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის – უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის

მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა – 150 მილიონზე მეტი, ოფიციალურად,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს ადმინისტრირებული 8 ვაქცინიდან, არც ერთ მათგანი არ არის პრეკვალიფიცირებული, რადგან პრეკვალიფიკაცია არის უმაღლესი თამასა, რომელსაც ვაქცინა გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ იღებს. თუმცა ამასთანავე, გამყრელიძის თქმით, არსებული პირობებში მოსახლეობა უნდა აიცრას იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია.

„ყველა ამ 8 ვაქცინას სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ მიცემული აქვს გადაუდებელ მდგომარეობებში გამოყენების უფლება. არც ერთი არ არიან პრეკვალიფიცირებული ვაქცინა, რადგან პრეკვალიფიკაცია არის ძალიან მაღალი თამასა ვაქცინის შეფასების, რომელიც, როგორც წესი, დგება ვაქცინის გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ. დღეს პანდემიაა მსოფლიოში, ანუ კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა 150 მილიონზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად , რომელიც უნდა გაამრავლო 2-3-ჯერ, რომ ვიანგარიშოთ თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ამ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის სწორედ ვაქცინაციაზე. რაც შეეხება ეფექტურობას, ამ ვაქცინებს აქვს, დაახლოებით, 60-დან 94%-მდე დაცვა ანუ თუ შეგხვდათ ვირუსი, ეს იქნება ძალიან მსუბუქ ფორმებში, ისე რომ არ მოგიწევთ საავადმყოფოში დაწოლა და არ დამძიმდება მდგომარეობა. ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.