თიანეთში, 96 წლის მამაკაცს რძალზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა, ბრალდებულია თავად რძალიც – ასევე ძალადობისთვის

თიანეთში ხანდაზმულ მამაკაცს რძლის, მანანა ახალაურის მიმართ ძალადობას ედავებიან. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა, თუმცა სასამართლომ მისი ასაკის გათვალისიწნებით, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

96 წლის ვარდო თათარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ძალადობაში ბრალდებულია თავად რძალიც. მანანა ახალაურს გამოძიება იგივე მუხლით ( 126-ე) გათვალისწინებულ დანასაულს ედავება, რომელიც მამამთილის და მისი ადვოკატის მიმართ ძალადობაში გამოიხატა.