თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის გამო მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 10 420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

„ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 420.68 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.