იქნება თუ არა აჩი არველაძე თბილისის მერობის კანდიდატი „გახარიას გუნდიდან” ? – რას პასუხობს არველაძე

ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ტი­ის დაფუძნებას აპირებს, თუმცა ჯერ თარიღი ზუსტი თარიღი უცნობია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით  შე­საძ­ლოა, აჩი არ­ვე­ლა­ძეს გა­ხა­რია თავისი გუნდიდან, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლავ­დეს.   აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან დაკავშირებით “ტვ პირ­ვე­ლი“ აჩი არველაძის  კო­მენ­ტარს აქ­ვეყ­ნებს;

“არა, სა­ერ­თოდ ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა ეგე­თი თემა“, – ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე. ხოლო კი­თხვას, ხე­დავს თუ არა ის თავს ამ პოსტზე (თბი­ლი­სის მე­რის) ასე პა­სუ­ხობს:

“თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?! – ახლა, 50 წლის ასაკ­ში… არ მი­ფიქ­რია მა­გა­ზე. არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით სა­ერ­თოდ, არ ყო­ფი­ლა ეგე­თი სა­უ­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ მაგ თე­მა­ზე ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რე­ბი“, – ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც აჩი არ­ვე­ლა­ძემ ექ­სპრე­მი­ერ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. “სტუ­მა­რი ჩვენს მოც­ვის ბა­ღებ­ში“, – წერ­და არ­ვე­ლა­ძე.