გორის ცენტრში ადგილობრივები საბჭოთა სიმბოლიკით შეიკრიბნენ და 9 მაისი აღნიშნეს

გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში, ადგილობრივები, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით,  მემორიალურ სახლთან შეიკრიბნენ.

მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.  შეკრებილებს თან ჰქონდათ სტალინის პორტრეტი, პირბადე და მაისური წარწერით СССР

ადგილზე იმყოფებოდნენ “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლები, სტალინელები და კომუნისტები. ისინი ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას ითხოვენ.