ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში”, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

9 მაისს, საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება.