აპირებს თუ არა შოთა არველაძე თბილისის მერობას – „სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას”

„სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს”, – ასე ეხმაურება  ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთი არველაძე  ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, იგი თბილისის მერობისთვის ემზადება.

„მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება. P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ,“ – წერს შოთი არველაძე ოციალურ ქსელში.