„ჩვენ შეგვიძლია, სააკაშვილს მივცეთ ლიტვაში ბინადრობის უფლება…”

ლიტველი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვური გამოცემა Lietuvos zinios news იტყობინება.

„ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მივცეთ ლიტვაში ბინადრობის უფლება, რის შემდეგაც, მას საშუალება ექნება, აქ შეძლოს პოლიტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მას ევროპაში მუშაობის საშუალებას მისცემს“ – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

წყარო: sazogadoeba.ge