ნიკა მელია – ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე – სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში

ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის საპყრობილის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება.

„ამ სამი თვის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთ-ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა-პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.