ნიკა მელია – ამ სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა – პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია

„ამ სამი თვის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთ-ერთი მთავარი დეფექტი „ოცნების” რეჟიმისა – პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების ” რეჟიმის არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც საზოგადოებას უტოვებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.

მელიამ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხოლოდ მასზე არაა გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, ამიტომ ჯერ გასაუბრებას აპირებს პარტიებთან, ოჯახთან და შემდგომ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ოცნების რეჟიმი არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა,რომელსაც საზოგადოებას უტოვებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანი არ ფიქრობს შორეულ პერსპექტივაზე ამ ქვეყნისა,მას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებს. თუ ოცნება ფიქრობს, რომ ევროკავშირმა გირაოს გადახდით ჩემი ბრალეულობა დაადასტურა, მათთან პოლემიკაში შესვლას აზრი აქვს?!  პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გავმართავ კონსულტაციას ჩემს პარტიასთან და ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ,ამის შემდეგ მივიღებ პარგამატულ,რადიკალურ გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძნა ივანიშვილი ხელისუფლებაშია,“-  განაცხადა ნიკა მელიამ.