მოსკოვი ყოველთვის მზად იქნება ჩაერთოს დიალოგში, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ემსახურება – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებსა ამბობს, რომ დასავლეთი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს.

„ჩვენ ინტენსიური დისკუსია გვქონდა ამერიკელ კოლეგებთან და ნატოს წევრებთან. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ არსებობს საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებებისკენ დაბრუნების შანსი.

მოსკოვი ყოველთვის მზად იქნება ჩაერთოს დიალოგში, რომელიც სამართლიანობის აღდგენასა და გაეროს ქარტიის პრინციპებისკენ დაბრუნებას ემსახურება,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.