ნიკა მელია: მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, პრეზიდენტ მიშელსა და აშშ-ს ელჩს, განსაკუთრებული მადლობა კი პავილიონს, რომელმაც გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს პავილიონის,რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ დამიდგა გვერდით,როცა ყველაზე მეტად მიჭირდა,“ – ამის შესახებ  „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განცხადა.

მან  მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს, მიშელსა და აშშ-ს ელჩს,რომელთა ღვაწლი მის განთავისუფლების პროცესში ძალიან დიდი იყო.

„დიდ მადლობას გიხდით თქვენ, ვინც გულშემატკივრობთ ქვეყანაში სტაბილურობას, არა მძიმე სტაბილურობას, არამედ ნორმალურ ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. ხაზგასმით მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, რომლის ღვაწლი და მონდომება ამ პროცესში ძალიან დიდია. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს, ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ხაზს ვუსვამ.

ბუნებრივია, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში.  ასევე მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს.  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს პავილიონის, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში სოლიდარობის გამოცხადების მიზნით. რომ არა ბატონი პავილიონი  არ მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, ვგულისხმობ საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურების თვალსაზრისით,“- განაცხადა ნიკა მელიამ.