ხელისუფლება როდესაც შეიცვლება, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე დიდი ხნით უნდა ჩასვა ციხეში – სალომე სამადაშვილი

ხელისუფლება როდესაც შეიცვლება, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე დიდი ხნით უნდა ჩასვა ციხეში – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა,  სალომე სამადაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს განცდა, რომ შესაძლოა ხელმეორედ ანდოს ,,ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მართვის სადავეები.

,,ხელისუფლება როდესაც შეიცვლება, მაშინაც იქნება საზოგადოების დიდი ნაწილი რომელიც მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე ან ღარიბაშვილი, ან კახი კალაძე დიდი ხნით უნდა ჩასვა ციხეში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ აზრზე აპელირება არ არის სწორი. ხალხი საკუთარ დამოკიდებულებას უნდა აფიქსირებდეს საარჩევნო ყუთთან. მე არ მგონია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა ამ ქვეყანაში გაიზრდება, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ის განცდა, რომ მათ ხელმეორედ ანდოს ქვეყანა. იგივე განცდა ექნება ამ ქვეყნის უმრავლესობას ,,ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში.

ეს საზოგადოებრივი განწყობები სამართლიანი არჩევნების გზით საარჩევნო ყუთთან უნდა იქნას გამოხატული. სასამართლო სისტემა უნდა იყოს როგორც დამოუკიდებელი არბიტრი და არა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი გამოწვევა” – განაცხადა სამადაშვილმა.