ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება — ის არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილი კანდიდატურა – ელისო კილაძე

ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება — ის არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილი კანდიდატურა – ამის შესახებ ,,ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა, ელისო კილაძემ ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი წლების შემდგომ პერიოდში საზოგადოება იხილავს გადამდგარ ღარიბაშვილს.

,,მაგ ტრიბუნასთან ღარიბაშვილიც დადგება, ოღონდ ახალი წლების მერე იმიტომ, რომ სამთავრობო ცვლილებები არის გარდაუვალი.

ტიკარაძე ისედაც იყო ბუტაფორული ჯანდაცვის მინისტრი. ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად მართავდა ამირან გამყრელიძე. ტიკარაძის და ღარიბაშვილის დაპირისპირება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის გამო. როდესაც ტიკარაძემ არ აიტაცა ის სიძულვილის ენა, რაც ქონდა პრემიერ ღარიბაშვილს. აქედან დაიწყო წინააღმდეგობები და დაემატა ამას პანდემიაზე პასუხისმგებლობა. მათ შორის ვაქცინაციაზე დაპირისპირება.

მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაშ იმაზე მძიმე მდგომარეობაა ჯანდაცვის მხრივ ვიდრე ეს რეალურად ჩანს. აქედან გამომდინარე, ტიკარაძის ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ დროს მიღებული” – განაცხადა კილაძემ.