თამარ გაბუნია: კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, როგორიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდპანდემიის მე-3 ტალღის პირობებში, ინფიცირების მაჩვენებლის ისეთი მაღალი ზრდა აღარაა მოსალოდნელი, როგორც ეს 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

„კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, ნაწილი კი, დაემატა იმუნიზაციის შემდეგ. სავარაუდოდ, 2 000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ. ამის შემდეგ, უკვე უნდა დაიწყოს კლება ამ მაჩვენებელმა. ამის მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწტყვეტილების საფუძველზე, 13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება „კომენდანდტის საათი”.