ჩინეთში ბავშვმა, რომელსაც შეჭრილი თმა არ მოეწონა, სალონში პოლიცია გამოიძახა

ჩინეთში მცხოვრები ბავშვი სილამაზის სალონში სტილისტის ვარცხნილობით უკმაყოფილო დარჩა და პოლიცია გამოიძახა.

Global Times-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სილამაზის სალონის 9 წლის კლიენტი საკუთარ თავს სარკეში უყურებს და ტირის. ბიჭს ახალი ვარცხნილობა არ მოეწონა და მან დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა.

9 წლის ბიჭის და ჰყვება, რომ მისი ძმა საკუთარ ვარცხნილობას ყოველთვის სერიოზულად უყურებდა.