კარლ ჰარცელი – ევროკავშირის დახმარებით საქართველოში, საავადმყოფოების განახლებისთვის დაფინანსება გამოიყოფა 

„ევროკავშირი covid 19-ის დაწყებიდან საქართველოს გვერდით დგას. საქართველოს ორ მილიონზე მეტ სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაში დავეხმარეთ. ასევე, მხარი დავუჭირეთ სამედიცინო ტრენინგებს და ვაქცინაციის პროცესის განხორციელებას,“- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საქრთველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი არაერთი დახმარების შემდეგ, დაფიანანსებას კვლავ გამოჰყოფს საქართველოში საავადმყოფოების განახლებისთვის.

„ევროკავშირის დახმარებით,  საქართველოში საავადმოყოფოების განახლებისთვის გამოიყოფა დაფინანსება. საქართველომ უკვე მიიღო პირველი ვაქცინები კოვაქსის საშუალებით. ევროკავშირმა პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად და ბოლოს ევროკავშირმა დაფინანსება გამოყო კერძო სექტორის პროგრამებისთვის, რაათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის პანდემიის კრიზისის დაძლევაში,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.