თეთრი სახლის პრესმდივანი – მოსახლეობას უნდა ახსოვდეს,რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას

„ჩვენი მთავარი სამუშაო ახლა ვითარების დეესაკალაციისკენ არის მიმართული.სიტუაციას ყურადრებით ვადევნებთ თვალს, პროცესში კი აქტიურად ჩართული ვრჩებთ,“ –  ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაიკმა  „კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს დიპლომატები აქტიურად მუშაობენ პალესტინასა და ისრაელს შორის შეთანხმების მისაღწევად.

„ბევრ დიალოგს ვაწარმოებთ სხვადასხვა მხარესთან, რადგან ეს ვითარების განმუხტვის ყველაზე ეფექტური გზაა. იქ გვყავს დიპლომატი,სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე,რომელიც ადგილზე მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ დიდი ნდობა გვაქვს ჩვენი გუნდის მიმართ, რომელიც ადგილზე იმყოფება. პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს,რომ ისრალეს აქვს უფლება თავი დაიცვას. საშინელი სანახავია თუ როგორ იღუპებიან ადამიანები მათ შორის ბავშვები. მოსახლეობას უნდა ახსოვდეს,რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას,“ – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.