ზაზა წერეთელი – მზადება ვაქცინაციის პროცესისთვის უნდა დაწყებულიყო გაცილებით ადრე, ვიდრე ეს დაიწყო საქართველოში

„მზადება ვაქცინაციის პროცესისთვის უნდა დაწყებულიყო გაცელებით ადრე, ვიდრე ეს დაიწყო საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ წინ წლის ბოლოსკენ, ნოემბერ-დეკემბერში, როცა ცხადი იყო,რომ ვაქცინა იყო ერთადერთი გამოსავალი ამ პანდემიისთვის თავის დასაღწევად,“- ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო დგას ვაქცინის ნაკლებებოს პრობლემის წინაშე, რადგან მთავრობამ თავის დროზე არ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა.

„საქართვლოს მთავრრობას უფრო ადრე უნდა ჩაეტარებინა კარგი საინფორმაციო კამპანია, მომზადებინა სისტემა და მოსახლეობა ამ ვაქცინაციის პროცესისთვის. ასევე,საჭირო იყო სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სისტემის მომზადება. ამას გარდა, საქართველოში დგას მეორე პრობლემა-ვაქცინის ნაკლებობა. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობას თავის დროზე დაეწყო მუშაობა, რომ ქვეყანას მეტი ვაქცინა ჰქონოდა,“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.