ეკა ბესელია: “კარუსელების” უკან აჭარაში “ნაციონალური მოძრაობა” დგას!

“ქართული ოცნების” წევრი ეკა ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში ე.წ “კარუსელების” დატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ბესელიას განცხადებით, ბათუმის საარჩევნო ოლქის 6 უბანში, კონკრერეტულად კი 28-ე, 30-ე, 33-ე, 50-ე, მე-8, 21-ე უბნებზე რამდენიმე ქალბატონი ცდილობდა მარკირების მიუხედავად მაინც მიეცა ხმა.

ბესელიას მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა აღკვეთეს.

“ბუნებრივია, არის ეჭვი, რომ ამის უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენმა კოორდინატორებმა აღკვეთეს ფაქტი და ბუნებრივია, ვის ინტერესში იქნებოდა? თავად აკეთებენ შემდეგ ბრიფინგებს, რადგან ხედავენ, რომ ფაქტები დაფიქსირებული და აღმოფხვრილია ჩვენი კომისიის წევრების მიერ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარის დატოვება