შალვა პაპუაშვილი: 7 ნოემბრისა და 20 ივნისის ერთ სიბრტყეში დაყენება არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად არ არის სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „გირჩის” ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტია 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების შესახებ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამზადებს.

„ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი, გვახსოვს, რა გარემოებები იყო იქ და ასევე, ვართ მომსწრე 20 ივნისის და გვახსოვს, რომ 20 ივნისს იყო პირდაპირი შეტევა სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ. ასევე, იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტში ძალადობრივი შესვლის. ასე, რომ ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან რამენაირად დაკავშირება არ არის სწორი”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

21 მაისს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში“.