ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე – ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა

ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა , – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„გახარიაზე რა უნდა გითხრათ?! ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა. ყველას და ყველაფერს სახელი დაერქმევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, „დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია”.

„ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.