სოზარ სუბარი – გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარი განცხადებით, გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

მისივე თქმით, გახარიამ  ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კი,  უკონკურენტოა.

„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.