რუსეთი გაღიზიანებულია-დატოვებს თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს?

 რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატში მონაწილეობის მიღება-არ მიღებაზე ფიქრს იწყებს. უწყება განცხადებასაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ  ქართული დელეგაცია სისტემატურად უარს ამბობს, კონსტრუქციულად იმუშაოს ჟენევის დისკურიების დროსაც.

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის გაღიზიანების მიზეზი, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გახდა. კრემლში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი მიკერძოებული და აბსურდულია.

ლავროვისა და მისი უწყების განცხადებით,  კომიტეტი ცდილობს, საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტურ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს.