მღებრიშვილმა აფგან მუხტარლის საქმეზე განცხადება გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა აფგან მუხტარლის საქმეზე განცხადება გააკეთა. მან წარმოადგინა შუალედური ინფორმაცია მუხტარლის საქმეზე. მინისტრის თქმით, 30 მაისს აფგან მუხტარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მუხტარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ საქმეზე გატარდა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ამოღებულია სათვალთვალო კამერის მასალები.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის 2 ნომერში სახელმწიფო ელექტროსისტემის ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრ მაისურში, სავარაუდოდ აფგან მუხტარლი  ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. ამ სამარშრუტო ხაზის ყველა მძღოლი და მგზავრები გამოიკითხნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ამ მიდამოებში გამოიკითნენ გარე მოვაჭრეები, ტაქსის მძღოლები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმა განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ძალადობის ფაქტი. ამასთნ, 4 ობიქეტიდან ამოღებული მასალიდან, რომელიც მუხტარლის სახლის მიდამოებში მდებარეობს, სადაც მოცემულ პერიოდებში აფგან მუხტარლი არ ფიქსირდება.“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხის თაობაზე, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.

”აფგან მუხთრალის და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე სასაზღვრო სამსახური თანამშრომლებიც გამოკითხნენ, რომელბმაც განაცხადეს, რომ 29 მაისს, ლაგოდეხის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მღებრიშვილის განცხადებით, საქმეზე დაიკითხა 343 მოწმე დაიკითხა.