„პრობლემა გვეხება ყველას! იმატა აგრესიამ! უნდა ვიპოვოთ გამოსავალი!”

ნანა ხომასურიძე

ეს წერილი მინდა მიიღოთ,როგორც აღშფოთებული და შეშფოთებული დედის, დის, შვილის მოწოდებად!!!

იმატა აგრესიამ,მცირეწლოვანი ბავშვები თუ მოზარდები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. როცა ჩვენ უცხოელებისგან მოყენებულ შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ვაპროტესტებდით,იქვე,ახლოს ბიძაშვილი მამიდაშვილს კლავდა!!!

ეს ბოლო წვეთი იყო,რომ  ხმამაღლა მომემართა თქვენთვის, პირველ რიგში,ჩვენო ძვირფასო დედებო,მშობლებო!

როგორც 3 შვილის დედა, ვსვამ კითხვას,სად ვუშვებთ შეცდომას აღზრდის დროს? მაშინ ხომ არა,როცა ბავშვობაში ცხოველებს უდიერად ექცეოდა? ან იქნებ მაშინ,როცა თითქოს უმნიშვნელო დანაშაულზე ვხუჭავდით თვალს? იქნებ სიდუხჭირეში,საკუთარი უსუსურობით დათრგუნულნი ინერტულები ვიყავით და გამოგვრჩა რაღაც, ან უქონლობისგან გაღიზიანებული მშობლელბის გაუთავებელმა ჩხუბმა,ბილწსიტყვაობამ და ზოგჯერ ცემა-ტყეპამ, ჩამოუყალიბა შვილს არასრულფასოვნების კომპლექსი.ყოველივე ამას ხომ ემატება ინტერნეტით სადო-მაზოხისტური თამაშები,საშინელებათა სისხლიანი ფილმები  და ათასი რამ,რომელსაც ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ?

ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვეხება,ემიგრანტებს,რომლებიც ოჯახების სარჩენად მიდიან  და აქ დარჩენილებსაც,რომლებიც ასევე შვილებისთვის ყოველდღიურ სარჩოსთვის ვიბრძვით.

ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი,ერთად ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები,ჩვენი მომავალი!