ნარმანია: პეკინის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება და არა – სრულად…

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად გადაიკეტება.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ზაფხულში, როცა ქალაქი შედარებით დაცლილი და მანქანების რაოდენობა შემცირებულია. ამ პერიოდის გამოყენებას ვაპირებთ. პეკინის ქუჩა 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიკეტება და არა – სრულად.

ჯერ გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ დაიგება გზის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები”, – ამბობს დავით ნარმანია.