გურამ მაჭარაშვილი – სამწუხაროდ, პროტესტმა, რომელიც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ზოგიერთ მონაწილეს გულწრფელად ჰქონდა, უკვე სხვა ფორმა მიიღო

ყველამ დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, იმ პროტესტმა, რაც აქციის ზოგიერთ მონაწილეს გულწრფელად ჰქონდა, უკვე სხვა ფორმა მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნამახვანჰესის“ თემაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, „ნამახვანჰესის“საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოწოდებებს დესტაბილიზაციისკენ, საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.

„რაც მთავარია, დავინახეთ, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვთ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მიზნები ნამდვილად აღარ არის ამ ჰესთან დაკავშირებული რაიმე ტიპის პრობლემები, რომელიც შესაძლოა, თეორიულად არსებობდეს.

ჩვენ ღია ვართ და მოლაპარაკებისთვის შექმნილი გვაქვს ფორმატი. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი თანმიმდევრული და დინამიურია. მაგრამ როცა უკვე გამოდიხარ დესტაბილიზაციის მოწოდებაზე და ისეთ რიტორიკაზე, რომელიც თავშივე გამორიცხავს რაიმე ტიპის შეთანხმებას, ბუნებრივია, ამას საზოგადოება ხედავს და ასეთი ტიპის მოწოდებებს საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.