ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდათ – ირაკლი კობახიძე

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა ამ თანხების დეკლარირებაზე უარი თქვეს, რაც არასწორია და დამატებით ეჭვებს ამძაფრებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება.