საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო შვიდი დღის – 3,22%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 341 894 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 324 426 გამოჯანმრთელდა, 4 727 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 130 037 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 445.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 937 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 675 პირი.

ამასთან, 27 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი.