დავიქირავეთ აუდიტი, რათა ფინანსების საკითხი სპეკულაციის საგნად არ დარჩეს და კითხვებს პასუხი გამჭვირვალედ გაეცეს – ვარლამ გოლეთიანი 

ფინანსების საკითხი კიდევ სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება, შეასრულებს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქგვერდზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვებს გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით არის აგორებული ასე ვთქვათ შავი პიარკამპანია ჩვენი მისამართით. იცით, რომ დაფინანსების პროცესში ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და ძირითადად მათგან არის დაფინანსება. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ვინც აქ ვდგავართ, ყველანაირი სახის მონაწილეობას იღებს პროცესში, ფინანსურს, ფიზიკურს, მორალურს, რაც არის უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პირადად მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ასე გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში. ამიტომ ფინანსების საკითხი კიდევ სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება, შეასრულებს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ამიტომ ამასთან დაკავშირებით რა კითხვაც არსებობს, გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.