გიორგი ბარამიძე – პარლამენტში შესვლა პრგიორგი ბარამიძე – პარლამენტში შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნებაობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი მხარდამჭერების, ამომრჩევლის აზრს გაითვალისწინებს.

როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია.

“ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არალეგიტიმური იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგაც და დღესაც არალეგიტიმურია. ჩემი აზრით, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო სიკეთეების მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის ჩვენდამი ნდობა და ის, რომ იცოდეს ჩვენმა ხალხმა, “ნაციონალური მოძრაობა” რასაც ამბობს, იმას აკეთებს და იქედან გამომდინარე მოქმედებს, რა დასკვნებსაც აკეთებს და რასაც ხალხს ესაუბრება.

აქედან გამომდინარე, შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოება და ხალხი მიიღებს, ის ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ მოგვცა ის მანდატები, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესვლა იქნება თუ არშესვლა, ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ბარამიძემ.