ნიკა მელია – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, დარჩენილ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიაროთ მთელი საქართველო და გამარჯვება მოვიპოვოთ

ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებზე მიღებული მანდატები გამოიყენოს.

„ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას და ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვე დარჩა და ამ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიაროთ მთელი თბილისი, საქართველო და მოვიპოვოთ გამარჯვება. დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი და შევება მოვგვაროთ მოქალაქეებს“, – განაცხადა მელიამ.