კახა კალაძე გიორგი გახარიაზე – ვერ გეტყვით როგორი ოპოზიციონერი იქნება, ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე

ვერ გეტყვით რა ოპოზიციონერი და როგორი ოპოზიციონერი იქნება. ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ველზე ვინ, როგორ იქნება წარმოდგენილი, ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ.

„მე ვერ გეტყვით რა ოპოზიციონერი და როგორი ოპოზიციონერი იქნება. ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ ვინ, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს ოპოზიციაში“, – განაცხადა კალაძემ.