ორივეს დავაპატიჟებინებ ჩემს მეუღლეს და ბევრად უფრო კარგ ხინკალს დავახვედრებ – თაკო ჩარკვიანი “გირჩის” სანაძლეოს პასუხობს

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე  პარლამენტში მის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, გამოკითხვას ატარებს  და მეგობრებს აზრის დაფიქსირება სთხოვს.

აღსანიშნავია, რომ თაკო ჩარკვიანის პოსტზე “გირჩის” წარმომადგენლებმა იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა სანაძლეოც კი დადეს ხინკალზე, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. თაკო ჩარკვიანმა მათ “რუსთავი 2” – ის ეთერში უპასუხა:

“მე მათ ვუთხარი, ვინ, ვინ და ეგენი ვერაფერს ვერ მოიგებენ, თვითონ “გირჩს” ვგულისხმობ. მათ მხრებზე დევს დიდი პროცედურული სამარცხვინო საქციელი, რომელმაც მთელი პოლიტიკური სპექტრი აჭრა. ორივე მათგანს დავაპატიჟებინებ ჩემს მეუღლეს ჩემთან ერთად და ბევრად უფრო კარგ ხინკალს დავახვედრებ. იქნებ მოსახლეობისგან “ჩიშკებსაც” კი გადარჩნენ. არ მგონია მათ რომელიმე ნიძლავის მოსაგებად ჰქონდეთ საქმე,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გამოკითხვა დღეს 20:00 საათზე შეწყდება.

იაგო ხვიჩია – ვაპირებდით, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში საწუწაო თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ხინკალს კი მოაჯირებზე დავდებთ, როცა თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ