იაგო ხვიჩია – ვაპირებდით, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში საწუწაო თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ხინკალს კი მოაჯირებზე დავდებთ, როცა თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ

ჩვენ ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ. ვიფიქრეთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური კუდები მოებმებოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება 555 ხინკალს, ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან. ვათვალიერებდით, გავიარ-გამოვიარეთ, შემოსასვლელი რომ არის, იქ, მოაჯირებზე კარგი დასადები ადგილია და გვინდა გამოვიყენოთ, როცა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემობრძანდებიან პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.