სააკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე: ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა “მეუფე”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით ეკლესიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ის მეუფის განცხადებით შეურაცხყოფილია.

„ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა “მეუფე”.

იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე „ნაციონალთან“ და ზოგადად, ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას“, – წერს სააკაშვილი

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ „დღევანდელ ვითარებაში ქართველი კაცი „ნაციონალების“, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია”.