დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც რამდენიმე კოლეგიის კანდიდატები დაასახელდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით სხდომის დღის წესრიგში 5 საკითხია შეტანილი, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე კოლეგიის – სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარეების დანიშვნა.