მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე: ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანონმომაც მიიღო, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა.

შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს:

„სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, უკეთესია დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებებს, რა მოხდება. მერე უფრო ნათელი გახდება. მართლა არ მაქვს წინასწარ რაიმე ინფორმაცია“, – განაცხადა სასულიერო პირმა.