სადღობელაშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის ლადო სადღობელაშვილი პროცესი დასრულდა.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილის გადაწყვეტილებით, სადღობელაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს, რაც მან 7 დღეში უნდა გადაიხადოს. ამასთან, მოსამართლემ 166-ე მუხლში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო 173-ში დამნაშავედ.

სხდომააე ვიდეოჩანაწერებს გამოიკვლიეს. კერძოდ, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან” გამართული აქციის დღეს სხვადასხვა ტელევიზის მიერ გადაღებული კადრები.

ლადო სადღობელაშვილი 12 სექტემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.