რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ყველა დონეზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

„თურქეთი ყველა დონეზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია.