ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და მთავარია, რომ ეს ყველა მათგანმა სათანადოდ გააცნობიეროს – ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და თუ ბავშვთა უფლებების დარღვევის ბრალდებას ნამდვილად აქვს ადგილი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი.

“ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება. აქ არის, რა თქმა უნდა, ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ რაღაცა, ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს შესწავლილი,” – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.