მოსწავლის სამგზავრო ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება

თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეებისსაზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება.

თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს” შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდანსაზოგადოებრივი ტრანსპორტითმოსწავლეთა უფასო მგზავრობისახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათიგაიცა.

მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმაახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

  • მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს„საქართველოს ბანკის“  sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;
  • დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.

სულ, თბილისის მერია, 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იგევე რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება