მოქალაქე: „ქუთაისის შპს „ფარმას“- ს ე.წ. “მწვანე ბაზარში” ვირის ხორცი მომყიდეს!“

„ქუთაისის შ პ ს „ფარმას“- ს  ე.წ. მწვანე ბაზარში ვირის ხორცი მომყიდეს“

დაპირისპირება ქუთაისის შ პ ს „ფარმას“- ს  ე.წ. მწვანე ბაზარში, მოქალაქე რეალიზატორს უპირისპირდება, მათი დაპირისპირების მიზეზი მის მიერ ნაყიდი ხორცი გახდა, რომელიც თქმით არ აღმოჩნდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი.  საქმეში ექსპერტები ჩაერთვნენ და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა.

სააგენტო აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. სხვა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე მოქალაქის თხოვნით თავს ვიკავებთ, ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ კი აღნიშნულ თემას დეტალურად შემოგთავაზებთ.

„ქუთაისის შ პ ს „ფარმას“_ ს ბაზარზე ხორცი ვიყიდე, როგორც კი მივიტანე ბაზრიდან სახლში, საშინელი ყვითელი და სულ სხვანაირი ხორცი იყო ,გამიკვირდა დაბალ ფასში ვიყიდე, 6 ლარი გადავიხადე კილოში, წლებია მეც ამ სფეროში ვმუშაობ და მეც არაჩვეულებრეივად ვიცი როგორი ხორცი არის საქონლის და როგორია ვირის, საერთოდ არ ექცევა ყურადღება აღნიშნულ ბაზარში რა იყიდება, ახლა ამ ხორცს ექსპერტიზაზე წავიღებ და იქ დავადგენ, რომ ეს ხორცი ვირისაა, აქამდე მეჩხუბებოდნენ, რომ მივიტანე უკან და ვუთხარი, რომ ვირის ხორცია, აქეთ დამადანაშაულეს-შარს გვდებო. მერე ვუთხარი, რომ ექსპერტიზაზე მიმაქვს, მაშინვე მოლბნენ და ხორცის გამოცვლა შემომთავაზეს.  რა თქმა უნდა არ დავუტოვე, რასაც ჰქვია ძალით წამოვიღე, ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდები და  შემდეგ საჯაროდ გამოვალ, ყველას გასაგონად  განვაცხადე,ბ რომ ბაზარში საშინელი ხორცი იყიდება, არც ყურადღებას აქცევენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო-ბოლო ვიღაცამ უნდა გაბედოს და ამოიღოს ხმა, ასე მხოლოდ ჩვენ, მომხმარებლები ვზარალდებით”- განაცხადა დაზარალებულმა მოქალაქემ  geomediatv.ge-თან საუბარში.

14915081_344069629289257_690696454_n

ჩვენ ე . წ . მწვანე ბაზრის ხელმძღვანელობასთან  დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, ხელმძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, დაწესებულებაში კი გვითხრეს, რომ დირექტორი სამსახურში არ იმყოფება.

ექსპერტიზის პასუხს მიღებისთანავე მივაწვდით მკითხველს.

კომენტარის დატოვება