ჩოჩელის საარჩევნო შტაბის პიარის ხელმძღვანელი მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო შტაბის პიარის ხელმძღვანელი ლევან შერმადინი მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჩოჩელის პიარ-სამსახურში გვითხრეს, დაბარების მიზეზი არ კონკრეტდება. სავარაუდო მიზეზად კი  ფეისბუქ- გვერდზე (რომელი გვერდი არ კონკრეტდება ჯერ) დადებული სტატუსი ან კომენტარი სახელდება.

ამ წუთებში ლევან შერმადინი უკვე პოლიციაში იმყოფება.

კომენტარის დატოვება