გიორგი ვაშაძე –  პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს – მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში

„ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ვაშაძის თქმითვე,  მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან,რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში

„საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარია პარლამენტი და არა მთავრობა. პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს და რომ იმუშაოს, ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს. საქართველოში პარლამენტი არის უფუნქციო. მთავრობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე ისე უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან, მათსავე ანგარიშში წარმოდგენილ სტატისტიკურ ციფრებს არ გვეუბნებიან. მაგალითად, განათლების და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს არა აქვთ მარტივი სტატისტიკა: რამდენი სკოლა გარემონტდა და რამდენია გასარემონტებელი, როცა პარლამენტში სასკოლო დაწესებულებების რემონტის ანგარიშით მოდის. ეს ფორმალობა, რაც აქამდე პარლამენტში იყო, უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  ანგარიში იხილეთ ბმულზე.