იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია. სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის უკვე დაუჭირეს მხარი – გიორგი გოგიაშვილის, გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძის, ქეთევან მესხიშვილის, გიორგი შავლიაშვილის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას, ეკა ზარნაძის და ლაშა ქოჩიაშვილის პარლამენტში წარდგენას. ყველა მათგანი ხმათა უმრავლესობით გავიდა.