პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ელოდებიან პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ელოდებიან, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება. განცხადება კურიერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

აბაშიშვილის განცხადებით, არ არსებობს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა დაიწყოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ კონსულტაციები.

მეტიც, აბაშიშვლიმა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კარგად მუშაობს და პრეზიდენტი რეალურად არის ქვეყანაში პროცესების დამრეგულირებელი.

“ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის დასრულების დროს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის ცვლილება და მოჰყვა დისკუსიები. შემდეგ მოხდა ამ გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს თემა, არავინ იცის. მე მესმის, რომ ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ისინი დგანან დილემის წინაშე, რაში და როგორ გამოიყენებენ ისინი ამ უმრავლესობას.

პრეზიდენტის არჩევის ცვლილება უტოპიურია. იმიტომ რომ, ასეთი ლოზუნგი არ ახსოვთ ამომრჩევლებს ქართული ოცნებისგან წინასაარჩევნოდ. ეს თემა პრაქტიკულად არ არსებობს. სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ ამ თემაზე სერიოზულად გვესაუბრა. ამ თემის რეალურობას ვერ ვხედავ.

“პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმატებულია დღეს, ამ ინსტიტუტმა ბევრი საკითხი გადაარჩინა, ეს ხომ ფაქტია. იქ, სადაც პრობლემა არ არის, რატომ ვიწყებთ იქიდან?

“საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა იყოს გამოყენებული საზოგადოების უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად და არა ცალკეული ახირებების განსახორციელებლად,”- განაცხადა აბაშიშვლიმა.

 

კომენტარის დატოვება