იაგო ხვიჩია – მჯერა, რომ მიშა ვერ მოვა – ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა, „ოცნებაც“ იგივეს აკეთებს, ოღონდ უფრო ნელა ურტყამს

მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მიშა ვერ მოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„გამორიცხულია, რადგან ადამიანებს ახსოვთ, რომ არ შეიძლება მასზე ქვეყნის მართვა. მარტივად, არჩევნებზე ხმას არ მისცემენ. მას აქვს თავისი მსუყე პროცენტი. ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი არის ცხვრის ფარა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა. „ქართული ოცნებაც“ იგივეს აკეთებს, ოღონდ მათრახს უფრო ნელა ურტყამს, თან ზოგჯერ, მზრუნველობით ეფერებიან, პერმანენტულად. ეს არის განსხვავება – იმ შემთხვევაში ახსოვთ, რომ ის უფრო მკაცრად ირტყმევინებოდა, იმას ჯერ ამის შესახებ მონანიება არ უთქვამს, სასამართლოც იგივე უნდა“, – აღნიშნავს ხვიჩია.