ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია

უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის თემას შევეხეთ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დეტალურად. როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დარეგულირებას საფუძვლად უნდა იდოს მინსკის შეთანხმებები. რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, ამ თემას გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება უკრაინის საზღვრებთან სამხედრო სწავლებას, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნებს საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს.

„რაც შეეხება სწავლებებს, ჩვენ სამხედრო წვრთნებს ჩვენს ტერიტორიაზე ვატარებთ, ისევე, როგორ აშშ ატარებს თავის ტერიტორიაზე მრავალ სწავლებას. თუმცა ჩვენ არ ვატარებთ სწავლებებს აშშ-ის სახელწიფო საზღვრებთან სამხედრო შემადგენლობისა და ტექნიკის მიყვანით. სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამას აკეთებენ სწორედ ახლა. ამიტომ ამ საკითხზე შეშფოთება არა ამერიკულ მხარეს, არამედ რუსულ მხარეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პუტინმა.